суббота, 13 декабря 2008 г.


















































Col 01Col 11
გაკვეთილის თემასაახალწლო ზღაპარი
სწავლების საფეხური და კლასი დაწყებითი; მეორე კლასი

ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარიქართული ენა და ლიტერატურა–ხათუნა ბანცაძე
ბუნება–ხათუნა ბანცაძე
ხელოვნება –ხათუნა ბანცაძე
მოსწავლეთა რაოდენობა 22
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) საკლასო ოთახში დგას ხელოვნური ნაძვის ხე, რომელზეც ბავშვების მიერ ხელოვნების გაკვეთილზე დამზადებული სათამაშოებით არის მორთული.
პროექრორით გამზადებულია სლაიდ–შოუ.
აქტივობა 1. გონებრივი იერიში
შევუქმნათ ბავშვებს საგაკვეთილო განწყობა.
მასწავლებელი სვამს კითხვებს
რომელი დღესასწაული ახლოვდება?
რატომ გიხარიათ ახალი წლის მოსვლა?
შემდეგ მოსწავლეთა პასუხების საფუძველზე შევადგინოთ ასოციაციური რუკა


ახალ წელთან ასოცირდება ნაძვის ხეც, რომელიც მოსწავლეთა პასუხებშიც აღმოჩნდება.
აქტივობა 2.
როგორი მცენარეა ნაძვი?
როგორ ფიქრობთ, სად ხარობს, დაბლობში თუ მთაში?
რა ჰქვია მის ფოთოლს?
რა ჰქვია წიწვობანი მცენარეების ნაყოფს?
ხომ არ იცით რომელი ცხოველი იყენებს საკვებად ნაძვის ნაყოფს?
ვაჩვენოთ სლაიდები და ვთხოვოთ სურათებზე გააკეთონ კომენტარები. (სლაიდი1)
დავსვათ კითხვები:
რისთვისაა საჭირო ასეთი ფიჭვნარი? ნაძვნარი?
რა შეიძლება მოხდეს იმ ადგილებში, სადაც ეს ხეები განადგურდება?
რატომ მოიგონეს ხელოვნური ნაძვის ხე?
( იმიტომ რომ ბუნებრივი ნაზვი გადაერჩინათ განადგურებისაგან)
ხომ არ იცით რატომრთავენ საახალწლოდ ნაზვს და არა სხვა ხეს?
თუ არ აქვთ ვერსია, მაშინ მასწავლებელი უყვება:
იესო რომ დაიბადა, მასთან ყველა ხე მივიდა და მიუტანეს საჩუქრები. როგორ ფიქრობთ რა საჩუქრებს მიუტანდნენ?(ბავშვები ადვილად ხვდებიან რომ ეს ამ ხეების ნაყოფები შეიძლება ყოფილიყო)
მარტო ნაძვის ხე იდგა მოშორებით და არც განძრეულა.დანარჩენ ხეებს ძალიან გაუკვირდათ ეს და ჰკითხეს: რატომ არ ულოცავ, ჩვენ ხომ სწორედ ამისათვის მოვედითო.
–მე ისეთი წიწვები მაქვს შეიძლება მას რამე ვატკინო–უპასუხა ნაძვმა.
ყველას მოეწონა ნაძვის პასუხი და ყველამ აღიარა, ნაძვი ძალიან კეთილი ყოფილა. იგი დაასაჩუქრეს, სხვადასხვა ხილითა და სათამაშოებით მორთეს.
ამბობენ სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა ნაძვის მორთვის ტრადიციაო.
გარდა ჩვენი ქვეყნისა, სხვა ქვეყნებში თუ რთავენ ნაძვის ხეს?სად?
აქტივობა 3.
თქვენ ახლა წაიკითხავთ გერმანელი მწერლის ჰოფმანის ზღაპარს "მაკნატუნა"
კითხვა: ვინმეს ხომ არ წაუკითხავს ეს ზღაპატი ან იქნებ იცის რა არის მაკნატუნა?
განვმარტავთ: მაკნატუნა არის კაკლის სამტვრევი სათამაშო თოჯინა.
აქტივობა4. ჯგუფური მუშაობა
ახლა დავმარცვლოთ სიტყვა მაკნატუნა და გავნაწილდეთ ჯგუფებში. (შეიქმნება 4 ჯგუფი)ზრაპარს ვკითხულობთ ნაწილ–ნაწილ( პაუზებით კითხვა)ყოველ ნაწილს ახლავს კითხვები რომელზეც ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს.(ეს არის ამ ზღაპრის შემოკლებული, მეორეკლასელებისათვის ადაპტირებული ვერსია)
1. "გერმანიის პატარა ქალაქში შობის დღესასწაულზე ერთ ოჯახს სტუმრები ეწვივნენ. ოჯახში ცხოვრობდა ორი ბავშვი: კეთილი და ალერსიანი მარი და სიცელქით განთქმული მისი ძმა ფრიცი.შუა ოთახში აღმართული ულამაზესი
ნაძვის ხის გარშემო ცეკვავდნენ და ერთობოდნენ სტუმრები. სტუმრებს შორის იყო მარის ნათლია სათამაშოების განთქმული ოსტატი, რომელმაც თავის ნათლულს, სასაცილო თოჯინა– კაკლის სამტვრევი თოჯინა მაკნატუნა აჩუქა.გოგონას ძალიან მოეწონა მაკნატუნა, სულ გულში იხუტებდა მას. ფრიცი კი ცდილობდა წაერთმია მისთვის სათამაშო."
კითხვები: როგორ ფიქრობთ რა მოხდება შემდეგ?
ისევე მოეფერება ფრიცი მაკნატუნას, როგორც მარი?
ვნახოთ გამართლდება თუ არა თქვენი ვარაუდები.
დაურიგდებათ შემდეგი ნაწყვეტი
2.ფრიცმა და მისმა მეგობრებმა გამოსტაცეს მარის ხელიდან სათამაშო და გაუტეხეს. გულდაწყვეტილმა გოგონამ გულში ჩაიკრა საბრალო მაკნატუნა და ეფერებოდა. დაღამდა. სტუმრები სახლებში წავიდნენ. მოწყენილი მარი მაკნატუნასთან ერთად ნაძვის ხესთან დაჯდა და ჩაეძინა.
...და მოხდა სასწაული."
კითხვა: თქვენი აზრით რა შეიძლება მომხდარიყო?
ვნახოთ თქვენი ვარაუდები შეესაბამება თუ არა მწერლის მიერ დაწერილ ამბავს.
3." მაკნატუნა გაცოცხლდა და მშვენიერ უფლისწულად გადაიქცა. მარი აღმოჩნდა უზარმაზარ ზღაპრულ ნაძვის ხესთან. გაცოცხლებულმა სხვა სათამაშოებმა თავიანთი ცეკვებით მთელი სპექტაკლი წარმოადგინეს.მაგრამ....
ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდა და თავის სახლში, ნაძვის ხესთან მჯდომარე გამოღვიძებულ მარის მხოლოდ გატეხილი თოჯინა–მაკნატუნა შერჩა"
კითხვები: გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდები?
მოგეწონათ თუ არა ზღაპრის დასასრული?
თქვენ როგორ დაასრულებდით ამ ზღაპარს?
ჯგუფური მუშაობის შემდეგ ჯგუფები გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას.

გაკვეთილის ბოლოს ვაძლევთ დავალებას

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

საგაკვეთილო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეებს ვასმენინებთ სიმრერას "ჩემო კარგო ქვეყანავ"

მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის სათაურს და მიზანს: ჩამოაყალიბონ (გამოკვეთონ )აზრი ილია ჭავჭავაძის ადგილზე თანამედროვე ცხოვრებაში და შექმნან ბლოგი ამავე სახელწოდებით

აქტივობა 1. ჯგუფებს საშინაო დავალების სახით მიცემული აქვთ თემები:

1. "მგზავრის წერილები" 

2. "რა გითხრათ, რით გაგახაროთ"

3. "ბედნიერი ერი"

მოსწავლეები ახდენენ მიცემული დავალებების პრეზენტაციას,(დავალებები წარმოდგენილია ელექტრონული ვერსიის სახით,რადგან შემდგომში შეტანილი იქნას ბლოგში, რომელიც უნდა შევქმნათ ამავე სათაურით)

იმართება მსჯელობა ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებზე.

აქტივობა 2. გონებრივი იერიში

მასწავლებელი :გთხოვთ დაფიქრდეთ და უპასუხოთ კითხვებს:

რა მისია დააკისრა განგებამ ილიას?

ცხოვრების მანძილზე ილიამ ბევრჯერ იგემა გულისტკენაც და იმედგაცრუებაც, შეეძლო თუ არა მას უარი ეთქვა არჩევანზე?

რა გახდა ილიას ჯვარი, რომლის მეოხებითაც იგი წმინდანად შეირაცხა?

აქტივობა 3.დისკუსია

მასწავლებლის უშუალო მონაწილეობით მოსწავლეები მსჯელობენ წმინდა ილია მართლის და თანამედროვეობის ურთიერთმიმართებაზე.(მასწავლებელი აძლევს დისკუსიას სწორ მიმართულებას)

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეძლევათ დავალება; დაწერონ ესე თემაზე:
 
9. შეფასება
  შეფასება ხდება წინასწარ შედგენილი და თვალსაჩინო ადგილას გაკრული შეფასების რუბრიკების ცხრილის მიხედვით

1–3 ქულა–მოსწავლე ავლენს ლიტერატურის ზედაპირულ ცოდნას

4–7 ქულა– მოსწავლე ავლენს წიგნიერებას, ნაკითხობას, თუმცა მის მიერ მოშველიებული ლიტერატურული მასალა ყოველთვის ბუნებრივად არ არის დაკავშირებული პრობლემასთან

8–10 ქულა–მოსწავლე ავლენს ლიტერატურის,შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოებებისცოდნას საჭიროებისამებრ, ბუნებრივად იყენებს ზოგადი პრობლემის გადაჭრისას.
 



(
შეფასება
შეფასება ხდება; მოსწავლეების თვითშეფასებით,მასწავლებლის მიერ განმავითარებელი კომენტარებით.